top of page

ქართული ანბანის სკულპტურა

პროექტის
მიზანი

ვებ-გვერდის შექმნის მიზანს წარმოადგენს ქართული, ეროვნული პროექტების ინიცირება და ხელშეწყობა. პროექტებისა, რომელთაც არსებულ გარემოში ვერ ჰპოვეს სათანადო მხარდაჭერა რიგი მიზეზების გამო.  
ვებგვერდი შეეცდება გააღვივოს ახალგაზრდებს შორის ეროვნული, პატრიოტული ინტერესები და ქვეყნისათვის აქტუალური  საკითხების    გადასაჭრელად.

როგორც ცნობილია, პატრიოტიზმი არის სიყვარულის გრძნობა, ერთგულება და მიჯაჭვულობა ქვეყნისა თუ სახელმწიფოს მიმართ. ეს მიჯაჭვულობა შეიძლება იყოს სხვადასხვა გრძნობების ერთობლიობა ისეთი საგნების მიმართ, როგორიცაა საკუთარი სამშობლოს ენა და მისი ეთნიკური, კულტურული, პოლიტიკური თუ ისტორიული ასპექტები.

პატრიოტიზმი გულისხმობს სამშობლოს მიღწევებითა და კულტურის სიამაყეს, მისი ხასიათისა და კულტურული მახასიათებლების შენარჩუნების სურვილს და საზოგადოების სხვა წევრებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, საკუთარი ინტერესების ქვეყნის ინტერესებს დაქვემდებარების სურვილს, სურვილის დაცვას. სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესები.

 

ცნობილია აგრეთვე, რომ ზედმეტ პატრიოტიზმს შოვინიზმი ჰქვია; კიდევ ერთი დაკავშირებული ტერმინია  ურა პატრიოტიზმი, რაც ჩვენს ქვეყანაში იშვიათი არ არის.

 საყოველთაო  ახსნით  პატრიოტიზმი გულისხმობს სიამაყის გრძნობას სამშობლოს მიღწევებისა და კულტურის მიმართ, მხარს უჭერს კულტურული მახასიათებლების შენარჩუნების სურვილს და საკუთარი თავის იდენტიფიკაციას (ქვეყნის კუთვნილების და მოქალაქეობის, ენის, ტრადიციების განსაკუთრებული ემოციური გამოცდილება) სხვა წარმომადგენლებთან. საკუთარი ხალხის, დაცვის სურვილი

  1. რატომ არის ფასეული  პატრიოტიზმი? - მსოფლიო გლობალიზაციის ეპოქაში პატრიოტიზმის არსმა უნდა გამოხატოს მშვიდობის, ტოლერანტობის, ეთნიკური და თაობათაშორისი ურთიერთობის კულტურის, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნების იდეოლოგიით. განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში.

  2. რატომ არის პატრიოტიზმი მნიშვნელოვანი მოკლედ? - პატრიოტიზმი არის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის მორალური საფუძველი და მოქმედებს როგორც მნიშვნელოვანი შიდა მობილიზებული რესურსი საზოგადოების განვითარებისთვის, პიროვნების აქტიური სამოქალაქო პოზიციისა და სამშობლოსათვის თავდაუზოგავი სამსახურისათვის მისი მზადყოფნისთვის.12 ოქტ. 2021 წელს ეს გვერდი ყველა დაინტერესებული პირებისათვის საერთოა. გთხოვთ, მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ გვერდის მუშაობასი, გამოიყენოთ ეს პლატფორმა თქვენი პროექტების ინიცირებისა და რეალიზაციისათვის

  3. პატრიოტიზმის მრავალი მაგალითი არსებობს. ერთი მაგალითია ქვეყნის ისტორიის შესწავლა. მეორე მაგალითია სხვადასხვა დონის საკითხების ინფორმირებულობა და ამ საკითხების ადვოკატირების სურვილი. პატრიოტიზმის კიდევ ერთი მაგალითია ერთგულების აღთქმის წაკითხვა.

  4. თანამედროვე ლიბერალურ სამღაროში პატრიოტიზმის მრავალფეროვნებაა

  5. რა თვისებებს ავითარებს პატრიოტიზმი? - პატრიოტიზმი გულისხმობს სამშობლოს მიღწევებითა და კულტურის სიამაყეს, მისი ხასიათისა და კულტურული მახასიათებლების შენარჩუნების სურვილს და ხალხის სხვა წევრებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, საკუთარი ინტერესების ქვეყნის ინტერესებს დაქვემდებარების სურვილს, სურვილის დაცვას. სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესები.

პროექტის
შესახებ

ქართული ანბანის სამი სახეობა

 

საუკუნეების განმავლობაში ქართულმა დამწერლობამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და   მის განვითარებაში სამ სხვადასხვა საფეხურს გამოყოფენ. ესენია: ასომთავრული, ნუსხურ-ხუცური და მხედრული.  (შევნიშნავთ, რომ მე-17 საუკუნეში საქართველოში  შვიდი ანბანი ყოფილა გავრცელებული, თუმცა უმნიშვნელო განსხვავებები, რომლებიც ამ ანბანებს ჰქონდათ - სამ ძირითად ანბანზე დაიყვანება.)

როგორც აღინიშნა,  საქართველოში ანბანის შექმნა და მისი  განვითარება ქურუმებს და საეკლესიო მოღვაწეებს ეკუთვნით, ისინი იყვნენ ასეთი ცოდნის მატარებლები. თავდაპირველად გამოიყენებოდა საეკლესიო ნაწერებში. თითო ასო აგებულია ორი ფორმისგან—წრისგან და სწორი ხაზისგან.წრეები და ხაზები ყოველთვის მართი კუთხით კავშირდებიან,

ქართული ანბანის    წარმოდგენილ  სკულპტურაში  ანბანის სამი სახეობა გაერთიანებულია   ერთ კომპოზიციად.  სკულპტურა  წარმოადგენს სამკუთხა ფორმის  ძვრფასი ჯიშის ხისგან დამზადებულ  ჩარჩოს ზომებით  23*11 სმ  (ნახ.3დ), რომელზეც ამოკვეთილია სამივე სახის ანბანი:

პირველ  მხარეზე:  ამოკვეთილია  თანამედროვე მხედრული ანბანი და სტიკერით გაწყობილი თანამედროვე  საქართველოს რუკა ქართული დროშით, წარწერით „საქართველო“ ქართულ და ინგლისურ ენებზე, საქართველოს გერბი.
მეორე  მხარეზე:  ამოკვეთილია ასომთავრული ანბანი,  საქართველოს რუკა, შესრულებული წარწერაით,   „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ (პოეტი მურმან ლებანიძე), წარწერა „საქართველო“ ასომთავრული  და ინგლისური ანბანით.

მესამე  მხარეზე: ამოკვეთილია  ნუსხური  ხუცური ანბანი,   წარწერა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართული ანბანის სამ სახეობას – ასომთავრულსნუსხურსა და მხედრულს2015 წლის მარტში არამატერიალური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა სახელწოდებით, „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“

,„2016 წლის 30 ნოემბერს კი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა   სახელწადებით : „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“

ქართული ანბანის სკულპტურის  ზედა მხარეს  შესრულებულია წარწერა: ქართული ანბანი“, GEORGIAN   ALPHAABET”, Грузинский алфабет.  სკულპტურა მთავრდება მოოქროვილი დიადემით და მასში  ჩაშენებული  ასევე მოოქროვილი ბოლნური??? ჯვრით.   ნიშნად ქართული ანბანისა და ქრისტიანული  მართლმადიდებლური რელიგიისადმი    უდიდესი  პატივისცემისა.

სამივე ქართული ანბანი და და მწერლობა წარმოადგენს საქართველოს ყველა კუთხის (ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია,  სამეგრელო, რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, მესხეთ-ჯავახეთი, ლაზეთი -  საკუთრებას და საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს  საქართველოს სახელმწიფო ენის სტატუსი  აფხაზურ ენასთან ერთად.

საქართველოს ტერიტორიაზე ქართულთან ერთად რამოდენიმე სალაპარაკო ენაა:
ესენია ქართული ენები (მეგრული, ლაზური, სვანური-ძირითადად სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებში, აფხაზური-ძირითადად აფხაზეთის ტერიტორიაზე). ქართულ ენაზე ლაპარაკობს 5 მილიონი ადამიანი.

დასასრულს გვინდა მოვიყვანოთ  ამონარიდი იოანე-ზოსიმეს  (X საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი, მთარგმენლი.  მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმიდის ლავრაში, ხოლო შემდეგ, X საუკუნის 70-იანი წლებიდან, სინას მთაზე) თხზულებიდან ” ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ ( „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“): „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“  („ენა“-ძველ ქართულში, ისევე როგორც სხვა ძველ ენებში, მხოლოდ ენას კი არ ნიშნავდა, არამედ ხალხს, ეროვნებას, მოდგმას).

ქართული ანბანის სკულპტურა შესრულებულია  იმ   იდეით  და  სულისკვეთებით,რომ ის შემეცნებითი-პატრიოტული ღირებულებით გამოირჩეოდეს,რადგან, ქართული კულტურა მსოფლიო კულტურის საგანძურის  უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ქართველებს მისი სახით საამაყო მემკვიდრეობა გაგვაჩნია.  ვფიქრობთ, რომ  ქართული ენის სკულპტურა ხელს შეუწყობს ქართული ანბანის და ენის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით კი დააინტერესებს ახალგაზრდებს  საქართველოს სკოლებსა და უმაღლე სასწავლებლებში. მიმართული იქნება  ჩვენს ქვეყანაში და  უცხოეთში,   ქართული ენისადმი ინტერესის გაღვივებისაკენ. 

პროექტის საინფორმაციო ბუკლეტი

პროექტის გუნდი

ჩვენ შესახებ

პროფესორ რევაზ სვანიძის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მუშაობს სამეცნიერო და კულტურილ პროექტებზე, ეროვნულ საკითხებზე.

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon

© 2025 AZMA24

bottom of page