top of page

პოეზია და მუსიკა

ხელოვნება, მისი ყველა მიმართულება ადამიანების სულიერების მუდმივი მასაზრდოებელი წყაროა. ჩევენც, მოკრძალებით წარმოგიდგენთ შეხედულებას ამ ფენომენის მიმართ.

მუსიკა

პოეზია და მუსიკა, როგორც ჩანს, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ გაჩნდა დაიბადა. და მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ხელოვნების ამ მიმართულებების „დაბადება“ სულაც არ ყოფილა ერთდროულად, ორივე მათგანი ერთმანეთისკენ მუდმივი მიზიდულობით ხასიათდება. ჩვენი შორეული წინაპრები პოეზიას მუსიკისგან განცალკევებით არ იცნობდნენ. განვითარების პრიმიტიულ ეტაპზე ხელოვნება წარმოადგენდა მუსიკის, სიტყვისა და ცეკვის სამებას. რა გაჩნდა უფრო ადრე - პოეტური სიტყვა თუ მუსიკა? მეცნიერება ამ კითხვაზე დამაჯერებელ პასუხს იძლევა - მუსიკა! არქეოლოგები პალეოლითის ხანით (40 ათასი წლის წინანდელი) დათარიღებული პრიმიტიული მუსიკალური ინსტრუმენტების აღმოჩენას ახდენენ.მუსიკალური ენის სიტყვებით გამოხატვა შეუძლებელია, მაგრამ მაინც სიტყვები, რომლებიც აღწერს მუსიკის ხასიათს

• მელოდია...

• რიტმი...

• ჰარმონია...

• დინამიკა...

• ტემპი...

• ტემბრი...

• რეგისტრი, ხასიათი.....

და მაინც, მუსიკას სამი საყრდენი აქვს, - რიტმი, მელოდია და ჰარმონია.არსებობს ე.წ.“ლირიკული, მუსიკალური ლექსები“, ანუ ისეთი ლექსები, რომლებიც მუსიკალურად ჟღერს-მათზე მუსიკა ადვილად იწერება. ასეთი ლექსების ავტორი ქართულ პოეზიაში მრავალია: გალაკტიონი, ლადო ასათიანი, მორის ფოცხიშვილი, პეტრე გრუზინსკი და მრავალი სხვა. თუმცა, არის პოლიტიკური შეფერილობის, სამოქალაქო ტიპის ლექსები....გალაკტიონის აზრით: „ყოველ საგანს გააჩნია თავისი მუსიკა. ნამდვილი პოეტი სწორედ ამ მუსიკას ეძებს და თუ აღმოაჩინა, მაშინ ლექსი ყოველთვის მშვენიერი გამოვა“.პოეზია და მუსიკა, ცალ-ცალკე და ორივე ერთად წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების თანმდევ, განუყოფელ ნაწილს, რომელიც განგაწყობს, აგამაღლებს, გაგამხნვებს, სითბოს, სიხარულს, სევდას და მწუხარებასაც მოგგვრის.......

წამი წამს

მუსიკის ავტორი: კომპოზიტორი თამარ მეჭიაური,

ტექსტი: რ. სვანიძე

მიყვარხარ ძლიერ

მუსიკის ავტორი: კომპოზიტორი თამარ მეჭიაური,

ტექსტი: რ. სვანიძე

წამი წამს
00:00 / 03:21

მიყვარხარ ძლიერ

მიყვარხარ ძლიერ
00:00 / 04:16

წამი წამს

პოეზია

პოეზია, როგორც ნებისმიერი შემოქმედებითი ნაწარმოები, ჰუმანიტარული სფეროს შემეცნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ის გრძნობების, ემოციებისა და წარმოსახვის მეშვეობით გადმოსცემს ადამიანურ ცოდნასა და ღირებულებებს და ამით მნიშვნელოვნად აყალიბებს ადამიანის სულიერ განვითარებას.პოეზია გვეხმარება გამოუთქმელის გამოხატვაში - გრძნობების იმ ელფერებში, რომლებსაც საკუთარ თავში ვამჩნევთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ მათთვის ვერბალურ ფორმას.პოეზიის არსი მეტყველების ორგანიზების განსაკუთრებული ხერხია; მეტყველებაში დამატებითი განზომილების შემოტანა, რომელიც არ არის განსაზღვრული ყოველდღიური ენის საჭიროებებით; პოეზიაში რიტმი, მეტრი, მეტრის ზომა, რითმი, მათი გადმოცემის ფორმა, წყობა შინაარსთან ერთად განსაზღვრავენ მოცემული ლექსის ხასიათს.„გრძელი სიტყვა, მოკლედ ითქმის.“

სიყვარულის წერილის ფურცლები

პოეზია ჩემი ჰობი, ანუ რთგვარი გატაცებაა. ამიტომ, ტექნიკურ საკითხებზე მუშაობისას ლექსების კრებული გვერდზე თან მიდევს. ამ ორი განსხვავებული ფენომენის ერთობლიობა თითქოს სულს მიამებს. ამიტომ, ჩემი ძველი მეგობრის ნუგზარ ნორაკიძის  დაჟინებული თხოვნით გავბედე და 2008 წელს გამოვეცი წინამდებარე კრებული.

თუმცა, ჩემს თავს პოეტად არ მივიჩნევ. არ შეიძლება  მადლობა არ გამოვხატო   წიგნის რედაქტორის, ცნობილი პოეტის ემზარ კვიტაიშვილის, წიგნის მხატვარის, შესანიშნავი პიროვნების გიორგი წერეთლის მიმართ

წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი

rezo_book_2.png

ამ პირობითი დასახელებაში შევიდა ლექსები, რომელთაგან ზოგიერთი პერიოდულ  პრესაში დაიბეჭდა, ზოგიერთი არ გამოქვეყნებულა.

ყველა ახალი ლექსი ჯერჯერობით  აქ ვერ მოხვდა, შემდეგისთვის გადავდოთ.              

ჩვენ შესახებ

პროფესორ რევაზ სვანიძის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მუშაობს სამეცნიერო და კულტურილ პროექტებზე, ეროვნულ საკითხებზე.

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon

© 2025 AZMA24

bottom of page