top of page

იდეები

წარმოდგენილი იდეები, წინადადებები და სხვ. მოითხოვს სამართლებრივ დასაბუთებას და შემდგომ დახვეწას, რა თქმა უნდა, თუ ისინი მოწონებული იქნება მკითხველის მიერ.

ქართული სოფელი დაცარიელდა. ეს მოვლენა გლობალურია. ამის მაგალითებია ესპანეთი, იტალია და სხვა განვითარებული, თუ განუვითარებელი ქვეყნებიც. მაგრამ, ჩვენი პატარა ქვეყანა სოფლით დგას. ეს ყველა ქართველმა იცის, თუმცა, რაიმე ერთჯერადი დახმარება - ხვნის, დათესვის, მოსავლის მოყვანის და მის რეალიზაციის პროცესში კარგია, მაგრამ პრობლების გადაჭრას ვერ შველის. ფაქტია, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი თბილისშია, მესამედი სოფელში და სხვა დანარჩენი ნაწილი ემიგრაციაში. ადამიანები გაჭირვებისაგან თავის გადასარჩენად ტოვებს სოფელს თუ დაბას და ან თბილისში ან კიდევ საზღვარგარეთ მიემართება. ქვეყანაში ქართველთა დემოგრაფიული რაოდენობა უკიდურესად გაუარესდა.

იდეა 1: ქალაქის დახმარება სოფელს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ბიუჯეტით დასაქმებულმა თუ კერძო სტრუქტურაში მომუშავემ, როელთა ხელფასი 1500 ლარს აღემატება (საშუალო ხელფასმა ხომ 2500 ლარს მიაღწია) თვეში გაიღოს 1 ლარი სოფლის მცხოვრებთავის დასახმარებლად. შეიქმნას კომპეტენტური პირებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მოწოდებული თანხით დაფინანსებს პირველ რიგში მთიანი რეგიონის და დოტაციაზე მყოფი სოფლის მაცხოვრებლებს მცირე მექნიზაციით, თუ სხვა საშუალებებით. გაუმჯობესდება სოფლი ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა ეს არ შეხება პენსიონერებს, მრავაშვილიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

ანალიზი (ინტერნეტიდან)

 

რიგ ქვეყნებში არსებობს სოფლის მეურნეობის სუბსიდირების პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ფერმერების მხარდაჭერას და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში დაფინანსება მოდის სახელმწიფოსგან და არა ქალაქის მაცხოვრებლებისგან ხელფასებიდან გამოქვითვების გზით, არსებობს პროგრამები, სადაც ქალაქის მაცხოვრებლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაში.ეს საკითხი ამ ქვეყნებში გადაჭრილია სხვადსხვა ფორმით. ასეთი ქვეყნებია: მონღოლეთი, უგანდა, სამხრეთ კორფეა, იტალია, ევროკავვშირის ქვეყნები, ჩინეთი და სხვ.ამჟამად, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა საბიუჯეტო და ბიზნესის სფეროში დაახლ. 700 ათას კაცს შეადგენს. ანუ, 700 ათასი X 12=8,4 მილიონი ლარი. მართალია ეს თანხა ვერ უშველის სოფლის გაჭირებულ მოსახლეობას, მაგრამ, აგრარულ სექტორში მომუშავე უკიდურესად გაჭირვებულ პირებს დაეხმარება მცირე მექანიზმების (ტრაქტორი, კულტივატორი) შეძენაში. თუ 1 ლარის ნაცვლად გამოიყოფა 5 ლარი, მაშინ დახმარების თანხა 42 მილიონი იქნება. ყველასათვის ცნობილია, რომ თურქეთის რესპუბლიკა სოფლად მცხოვრებ ფერმერებს სუბსიდიით და იაფი საბანკო კრედიტით ეხმარება. თურქეთის სოფლის პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში შემოდის და კონკურენციაში სჯობნის ქართველი ფერმერის მოწეულ მოსავალს. პროდუქციის ხარისხზე არ ვლაპარაკობთ. საერთო ჯამში მთლიანად ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქტის წილია 80%, ექსპორტირებულ პროდუქციასთან (20%) შედარებით.

 

შედეგი: სოფლის მოსახლეობის ინფრასტრუქტურის ამაღლება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით დახმარების გზით, მათი ადგილზე დამაგრება

 

იდეა 2: ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ 26 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 694,6 ათასი ადამიანია, რაც წინა წელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207). ყველასათვის ცნობილია საქართველოს მოსახლეობის ემიგრაციის მდგომარეობა. 2023 წელს საქართველოდან ემიგრაცია წინა წელთან შედარებით 95.6%-ით გაიზარდა. ქვეყანა 245 064-მა ადამიანმა დატოვა. იმავდროულად, იმიგრაცია 14.5%-ით, 205 857 ადამიანამდე გაიზარდა. იმიგრანტების უმრავლესობა (75.9%) და ემიგრანტები (62.2%) შრომისუნარიან ასაკში იყვნენ (15-64 წლის). აღსანიშნავია, რომ იმიგრანტების 44.6% და ემიგრანტების 66.7% საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. დარჩენილი იმიგრანტების უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის, თურქეთის, უკრაინის, ინდოეთის და ბელარუსის მოქალაქეები იყვნენ.ქვეყანაში არ არის სამუშაო ადგილები. დიდია დაუსაქმებელთა რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით რეგიონებს შორის თბილისი ლიდერობს. ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით კი ასე ნაწილდება:

  • ქ. თბილისი – 64.2%

  • აჭარის ა.რ. – 9.4%

  • იმერეთი – 7.1%

  • ქვემო ქართლი – 6%

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6%

  • კახეთი - 2.9%

  • შიდა ქართლი - 2.3%

  • მცხეთა-მთიანეთი - 1.6%

  • სამცხე-ჯავახეთი - 1.5%

  • გურია - 1%

  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.3%.

წარმოდგენილი ინფორმაციიდან გამომდინარე აუცილებელია ბალანისის აღდგენა და შენარჩუნება ქვეყნიდან ემიგრირებულ და იმიგრირებულ ადამიანთა რაოდენობას შორის, სამუშაო ადგილების შექმნა, საზღვარგარეთ გასული ადამიანების ქვეყანაში დაბრუნება. ქვეყანაში არსებული ისედაც მცირე სახნავ-სათესი ფართობები გამოუყენებელია, დაუმუშავებელია, მოუხნავია და დასათესია. ქვენის სასოფლო სამეურნეო მიწებიდან 55 ათასი ჰექტარი უცხოელებზეა გაცემული. ცნობისათვის: საქართველოს მთლიანი ფართობი 7628,4 ათასი ჰექტარია, აქედან 3025,8 ათასი ჰექტარი (39,7%) სასოფლო-სამეურნეო სავარგულია, 802,1 ათასი ჰექტარი (26,5%) - სახნავი, 143,5 ათასი ჰექტარი (4,7%) სათიბი, ხოლო 1796,6 ათასი ჰექტარი (59,4%) საძოვარი. სადღეისოდ უცხოელებზე უკვე გასხვისებულია 55 ათას ჰექტარზე მეტი (!). მიწა უცხოელების დაფუძნებული ბანკების ხელში აღმოჩნდა.

  1. ქვეყნიდან გასული მრავალრიცხოვანი მოქალაქეების ერთი ნაწილი შედარებით გამდიდრდა, მაგრამ არაიმდენად, რომ ქვეყნის დაუხმარებლად შეძლოს სამშობლოში ჩამოსვლა და დამოუკიდებელი ბიზნესის განხორციელება.

  2. მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი (შესაძლებელია შესაბამის სამინისტროსთან, საზოგადოების მომაწილეობით), რომელიც გაანალიზებს არსებულ მდომარეობას, დაამყარებს კავშირს ქართულ ემიგრაციასთან, შეარჩევს მათგან კომპეტენტურ, დაინტერესებულ, პატრიოტული სულისკვეთების ადამიანებს და წინასწარ შეადგენს მათი სქართველოში დაბრუნების გეგმას და მოქმედების კონცეფციას შემდეგი შინაარსით:

  • ჩამოაყალიბებს ემიგრანტებისაგან სააქციო საზოგადოებას, ან სხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციას.

  • უფასოდ, ან 1 ლარად გადასცემს მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებს ქვეყნის ყველა რეგიონში (დაახლოებით 100 ადგილას)

  • უფასოდ, ან 1 ლარად გადასცემს მათ საწარმოო ფართს, ჯერ კიდევ არაპრივატიზებულს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიტოვებული და დაზიანებულია. მომავალში უპირატესად მცირე სასაოფლო - სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორები, მისაბმელები, კულტივატორები, სასუქი და სხვ, მინი ჩაის ფაბრიკები, საწარმოო მაცივრები) . (აშშ-ში აგრაგრულ სექტორში დასაქმებულია მოსახლეობის 3-4 %, ხოლო იმავე სოფლი ტექნიკის სფეროში - 30% (გადასამოწმებელია).

  • ამ პროცესში გარდა ემიგრანტებისა შეიძლება ჩაერთოს ადგოლობრივი მოსახლეობა.

 

შედეგი: მოსახლეობის დაბრუნება ქვეყანაში, ემიგრაციის შემცირება და ქვეყნის. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჩვენ შესახებ

პროფესორ რევაზ სვანიძის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მუშაობს სამეცნიერო და კულტურილ პროექტებზე, ეროვნულ საკითხებზე.

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon

© 2025 AZMA24

bottom of page