ჩვენ შესახებ
აზმა - ქება (ქართლის ცხოვრება)
ვებ გვერდის „AZMA24” მიზანს წარმოადგენს ქართული, ეროვნული იდეების, პროექტების ინიცირება და ხელშეწყობა. პროექტებისა, რომელთაც არსებულ გარემოში ვერ ჰპოვეს სათანადო მხარდაჭერა რიგი მიზეზების გამო.
ვებ-გვერდი მოწოდებულია და შეეცდება გააღვივოს ახალგაზრდებს შორის ეროვნული, პატრიოტული ინტერესები და ქვეყნისათვის აქტუალური საკითხების გადასაჭრელად ტელეკომუნიკაციისა და მომიჯნავე დარგებში.
მოგეხსენებათ, პატრიოტიზმი არის სიყვარულის გრძნობა, ერთგულება და მიჯაჭვულობა ქვეყნისა თუ სახელმწიფოს მიმართ. ეს მიჯაჭვულობა შეიძლება იყოს სხვადასხვა გრძნობების ერთობლიობა ისეთი საგნებისადმი, როგორიცაა საკუთარი სამშობლოს ენა და მისი ეთნიკური, კულტურული, პოლიტიკური თუ ისტორიული ასპექტები, ტექნიკური თუ ტექნოლოგიური მიღწევები, მათი რეალიზაცია.
ვინაიდან, პატრიოტიზმი გულისხმობს სამშობლოს მიღწევებითა და კულტურით, ტრადიციებით, სპორტით სიამაყეს, მისი ხასიათისა და კულტურული მახასიათებლების შენარჩუნების სურვილს და საზოგადოების სხვა წევრებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, საკუთარი ინტერესების ქვეყნის ინტერესებისადმი დაქვემდებარების სურვილს, ამ სურვილის დაცვას. სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესების ცხოვრებაში განუხრელ გატარებას. მაშინ, თუ ამ ვებ-გვერდმა შეძლო რამოდენიმე იდეის თუ პროექტის ინიცირება, ხელშეწყობა-განხორციელება, ჩავთვლით, რომ საწყის ეტაპზე დასახული მიზანი რამდენადმე შესრულებულია.
შემოგვიერთდით! მოგვაწოდეთ თქვენი წინადადებები და ვერსიები წარმოდგენილი პროექტის მიმართ.
პროექტის ავტორი
რევაზ სვანიძე
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ემერიტუს პროფესორი
რევაზ სვანიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ემერიტუსი პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მრჩეველი ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ საკითხებში.
-
1961 წელს მედალზე დაამთავრა ქ. წყალტუბის პირველი საშუალო სკოლა,
-
1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი სპეციალობით„რადიოტექნიკა“.
-
1961-1962 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის რადიოქარხანაში,
-
1965-1966 წლებში – ქ. ბაქოს ელექტრომექანიკის საკვლევ ინსტიტუტში.
-
1967-1969 წლებში – საკავშირო ჰიდრომეტეოცენტრის სახელმწიფო კომიტეტის საქართველოს ჰიდრoმეტეოროლოგიურ სამსახურში კავშირგაბმულობის კვანძის უფროს ინჟინრად. მისი ხელმძღვანელობით დამონტაჟდა რადიოსადგურები და საანტენო-საფიდერო მოწყობილობები საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებზე: ჯვრის უღელტეხილი, ყაზბეგის (მყინვარწვერის) მაღალმთიანი მეტეოსადგური, გაგრის ქედი, ბახმარო, სურამის უღელტეხილი, კაპრეშუმი (აჭარა), ფოთი, მამისონის უღელტეხილი, უდაბნო და სხვა.
-
1969-1970 წლებში მუშაობდა ინჟინრად საკავშირო ხელსაწყოთმშენებლობის საშუალებათა სამინისტროს თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა კვლევით ინსტიტუტში (ტნიისა).
-
1970-1973 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) „მრავალარხიანი ელექტროკავშირის“ კათედრის ასპირანტი. მისი თანამონაწილეობით ჩამოყალიბდა სპი-ს კავშირგაბმულობის ფაკულტეტი.
-
1975 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.
-
1973 წლიდან იყო იყო ამავე კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი,
-
1978 წლიდან – დოცენტი. 1981-1989 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების კავშირგაბმულობის
ხელმძღვანელობდა სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებს ბოჭკოვან-ოპტიკური ტექნოლოგიებისა და ციფრული ტელევიზიის მიმართულებით (მათ შორის, საზღვარგარეთის სასწავლო და სამეცნიერო ორგანიზაციების თანამონაწილეობით): სანკტ-პეტერ-ბურგის ტელევიზიისფაკულტეტის დეკანი. სტუ-ში მუშაობისას მონაწილეობდა ან საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ბუქარესტის პოლიტექნიკური
ინსტიტუტი, სანკტ-პეტერბურგი: ი. ბონჩ-ბრუევიჩის სახელობის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი, ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მოსკოვის რადიოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და სხვა. -
1992-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილებისუფროსად. 1997- 1998 წლებში – საქართველოს კავშირგაბმულობისადა ფოსტის სამინისტროშისამმართველოს უფროსად.
-
1998-2000 წლებში იყო ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილე. ამპერიოდში დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრზე გავიდა საქართველოს პირველი საზოგადოებრივი არხის სატელევიზიო გადაცემები, რომელსაც შემდეგ მოჰყვა აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზია და რუსთავი-2, მთლიანად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ქსელის ციფრიზაცია. მისი უშუალო მონაწილეობით შემუშავებულია რამდენიმე კანონი და კანონქვემდებარე აქტი ტელეკომუნიკაციის, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისა და ტელეკომუნიკაციის რეგულირების სფეროში.
-
2004 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა
დოქტორი ხარისხი. რ. სვანიძე 8 სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის (გამოქვეყნებულია ინტერნეტში), 180-ზემეტი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე გამოგონების, პატენტის ავტორია (რიგი შრომებისა გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის რეიტინგულ ჟურნალებში); არის ტელეკომუნიკაციის ქართულ-რუსულ-ინგლისური ლექსიკონის ავტორი (გამოქვეყნებულია ინტერნეტში).
რ. სვანიძე ჩამოყალიბების დღიდან (2000 წ) არის საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელი. აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად რ.სვანიძის ხელმძღვანელობით დაცულია ოთხი დისერტაცია, რამდენიმე ათეული სამაგისტრო ნაშრომი. პროფესორ რ. სვანიძის ძირითადი სამეცნიერო სპეციალიზაციაა გადაცემის ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები და ტექნოლოგიები. ის ითვლება ამ მიმართულების ერთ-ერთ პიონერად საქართველოში. გამოცემული აქვს პოეტური კრებული (2005 წ) ჰობი – ძველი მსოფლიოს ცივილიზაციები, პოეზია. -
2019 წელს არჩეულია ქალაქ წყალტუბოს საპატიო მოქალაქედ.

თანამოაზრეთა გუნდი
პროფესიონალთა გუნდი რომელთა დახმარებითას შესაძლებელი გახდა იდეის რეალიზება.









