პუბლიკაციები
სამეცნიერო სტატიები და წიგნები
მონოგრაფია: Линейные сигналы волоконно-оптических систем передачи
ავტორი: რევაზ სვანიძე
აღწერა: УДК 621.372.8 ტ.მ.დ. პროფესორ რევაზ სვანიძის მონოგრაფია ეძღვნება გადაცემის ციფრული ბოჭკოვან -ოპტიკური სისტემების (გცბოს) სახაზო სიგნალების (სს) კვლევას. იგი ავითარებს გცბოს-ის სახაზო სიგნალების თეორიისა და პრაქტიკის სისტემურ საკითხებს. გაანალიზებულია გცბოს-ის განვითარების ძირითადი მიმართულებები. წარმოდგენილია სს-ის კლასიფიკაცია, გამოთვლილია ბლოკური სახაზო სიგნალების ენერგეტიკული სპექტრები (კლასები 1B2B, mBnB, mB1C, DmBIC და სხვ.), რომელთა თანმიმდევრობა წარმოადგენს შემთხვევით პროცესს დეტერმინული სატაქტო ინტერვალებით. სახაზო სიგნალების ენერგეტიკული სპექტრების ყველა გამოსახულებები მიღებულია ალბათური მატრიცების გამოთვლებით ანალიზური სახით, რაც უნივერსალურია და საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს სს-ის უწყვეტი, დისკრეტული და მუდმივი მდგენელები სააწყისი ბინარული (ორობითი) თანმიმდევრობის - გამოჩენის ალბათობის (სტატისტიკის) ნებისმიერი მნიშვნელობისთვის. რიგი ენერგეტიკული სპექტრის ანალიზური გამოსახულება მიღებულია პირველად. დადგენილი პარამეტრები და მახასიათებლები საშუალებას იძლევა ზოგადად შეფასდეს სახაზო სიგნალის თვისებები, მათი შედარებითი ანალიზისა და შემდგომში სახაზო კოდირების ოპტიმალური ვარიანტის შერჩევის მიზნით; რაც საშუალებას იძლევა შევისწავლოთ გცბოს ქსელში და მიმღებ მოწყობილობაში მიმდინარე პროცესები ელემენტარული სიგნალების რეგისტრაციისას; განისაზღვროს სისტემური და არასისტემური დამახინჯების ბუნება და ფიზიკური არსი და ა.შ. ამ მიზნით მონოგრაფიაში ასევე, წარმოდგენილია გცბოს-ის თვალის დიაგრამის დეტალური ანალიზი.
წიგნი განკუთვნილია მაგისტრანტებისთვის, ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, ასევე, ციფრული გადაცემის სისტემების თანამედროვე ტექნოლოგიებში ჩართული ტელეკომპანიის სპეციალისტებისთვის.
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/316614
გადაცემის ციფრული ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები და ტექნოლოგიები
ავტორი: რევაზ სვანიძე
აღწერა: სახელმძღვანელო - „გადაცემის ციფრული ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები და ტექნოლოგიები“ ასახავს ავტორის მრავლწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის, სამეცნიერო კვლევის შედეგებს და წარმოადგენს გადაცემის ციფრული ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემების (გცბოს) და ტექნოლოგიების საფუძველს. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. ის დახმარებას გაუწევს ბოჭკოვან-ოპტიკური ტელეკომუნიკაციის დარგში მომუშავე სპეციალისტებს და მომსახურე პერსონალს, მათ შორის პროფტექნიკური სწავლების შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებს. ავტორის მიერ ციფრული ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოს და საზღვარგარეთის სამეცნიერო-ტექნიკურ ჟურნალებში გამოქვეყნებულია რამდენიმე ათეული ნაშრომი, მონოგრაფია.
წიგნი შედგება 16 თავისა და 5 დანართისაგან. მოიცავს 624 გვერდს, 418 ნახაზსა და 70 ცხრილს, 250-ზე მეტ ტესტს, მაგალითს, ამოცანას და პროექტირების ელემენტს. სახელმძღვანელოში შესულია ყველა ის საკვანძო საკითხი, რაც აუცილებელია ამ მიმართულებით ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამების გეგმებით. ყველა ძირითადი საკითხი განხილულია მარტივი ენით ფიზიკურ პროცესებზე დარდნობით და ყურადღება გადატანილია საინჟინრო გათვლებით პრაქტიკული შედეგების მისაღწევად.
სალექციო კურსი მთლიანად გადაყვანილია „Power Point” ფორმატში, რომლის გამოყენებითაც იკითხება ლექციები და წარმოდგინდება თვალსაჩინო ანიმაციები გცბოსტ-ში მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესასწავლად. ამასთან ერთად, ამავე საგანში მომზადებულია პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების კურსი.
ISBN: 978-9941-28-908-8
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/429531

Волоконно-оптические системы передачи и кабели. Справочник
ავტორი: Гроднев И.И., Мурадян А.Г., Шарафутдинов Р.М., Алексеев Е.Б., Александровский М.И., Сванидзе Р.Г., Ксенофонтов С.Н., Хабибулин В.М.
აღწერა: სსრკ-ს გამომცემლობა „Радио и связь“ -ს (ქ.მოსკოვი) მიერ გამოცემული ცნობარი „გადაცემის ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები და კაბელები“ შეიცავს ინფორმაციას და მონაცემებს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო გადამცემი სისტემების, ოპტიკური კაბელების, ოპტოელექტრონული კომპონენტების, მაგისტრალური, ზონური, ქალაქის დამაბოლოებელი და შუალედური მოწყობილობების და აპარატაურის შესახებ, ოპტოელექტრონული აპარატურის ფუნქციონალური კვანძების (გადამცემები, მიმღებები, სახაზო კოდერი-დეკოდერები და სხვ.) შესახებ. აღწერილია ოპტიკური კაბელების სტრუქტურული, ოპტიკური და ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები და შეფასებულია მათი საიმედოობა. წარმოდგენილია ინსტრუმენტები , გაზომვის ძირითადი მეთოდები და ნორმები მაგისტრლური, ზონური და ქალაქის საკომუნიკაციო სისტემების ტერმინალური და შუალედური მოწყობილობების, ოპტიკური კაბელების, ოპტიკური ბოჭკოების ტიპების და კიონსტრუქციების შესახებ. ჩამოთვლილია ქვეყანაში ოპტიკური კომუნიკაციების განვითარების მონაცემები, სტანდარტები და რეკომენდაციები. ცნობარის მე-5 თავის ( სახაზო კოდები) ავტორია რ. სვანიძე. ცნობარი განკუთვნილია კავშირის (ტელეკომუნიკაციის) ბოჭკოვან-ოპტიკური ხაზების, კავშირის ტრაქტების დამპროექტებლების, მშენებლების და ექსპლუატაციის ოპერატორებისთვის, ასევე, ოპტოელექტრონიკაში ჩართული სპეციალისტების ფართო წრისათვის. ცნობარი სასარგებლო იქნება ტელეკომუნიკაციის სპეციალობის უნივერსიტეტების ბაკალავრების, მაგისტრანტების და პროფტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებისთვის.
https://www.libex.ru/detail/book560330.html

ქართული ანბანის სკულპტურა (ბუკლეტი)
ავტორი: რევაზ სვანიძე
აღწერა: სკულპტურის ბუკლეტი, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე


