top of page
ქართული
ანბანის
სკულპტურა
ქართული ანბანის სკულპტურა შესრულებულია იმ იდეით და სულისკვეთებით, რომ ის შემეცნებითი-პატრიოტული ღირებულებით გამოირჩეოდეს. ქართული კულტურა მსოფლიო კულტურის საგანძურის შემადგენელი ნაწილია. ქართველებს მისი სახით საამაყო მემკვიდრეობა გაგვაჩნია. ვფიქრობთ, რომ ქართული ენის სკულპტურა ხელს შეუწყობს ქართული ანბანის და ენის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით კი დააინტერესებს ახალგაზრდებს საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. მიმართული იქნება ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში, ემიგრაციაში ქართული ენისადმი ინტერესის გაღვივებისაკენ.

„არ ვიცით სხვა როგორა ჰფიქრობს, ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს“
ილია ჭავჭავაძე.
bottom of page